მანქანის გამტაცებლებისგან დაცვის 3 ხერხი



ჩაატარეთ შუშების მარკირება
მარკირებისას, ფანჯრებსა და სარკეებზე აღბეჭდავენ VIN-კოდს – სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერს.
ეს მომსახურება არც ისე ძვირია და მანქანის გატაცების რისკს მკვეთრად ამცირებს. მარკირებული სარკეებისა და ფანჯრების შეცვლა-დაფარვა ქურდისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, ეს კი მას ინტერესს უკარგავს.

მანქანაში ძველი ტელეფონი დატოვეთ
თუ იცით, რომ ავტომობილი არც ისე სახარბიელო ადგილას დატოვეთ და დარწმუნებული არ ხართ უსაფრთხოებაში, შეინახეთ მასში თქვენი ძველი ჩართული სმარტფონი ან პლანშეტი.
თუ მოწყობილობა უშუალოდაა სინქრონიზებული Google-ს ანგარიშთან, კომპიუტერიდან და სხვა ტელეფონიდან მისი ადგილმდებარეობის დადგენა ადვილი იქნება.

გასაღები შეინახეთ ფოლგაში
დღეს თავისუფალ გაყიდვაშია მოწობილობები, რომლებითაც ბოროტმოქმედები იტაცებენ გასაღების სიგნალს და მის გარეშე აღებენ მანქანას.
თუ მანქანა კერძო სახლის ავტოფარეხში ან მრავალსართულიანი სახლის ფანჯრების ქვეშ დგას, გასაღები საკმარის მანძილზე იმყოფება იმისთვის, რომ ქურდებმა შეძლონ მისი სიგნალის დაჭერა. მანქანის დასაცავად უნდა გამოიყენოთ სიგნალების დამბლოკავი საშუალებები. მაგალითად, ასეთია ალუმინის ფოლგა.