მდიდარი ადამიანების 5 ჩვევა

მდიდარი ადამიანების 5 ჩვევა



მაღალი შემოსავლის მქონე ადამიანების ირგვლივ უამრავი მითი არსებობს. ერთ-ერთი ბანკირი საკუთარი პრაქტიკიდან 5 რეალურ ფაქტზე მოგვითხრობს.

  1. მათი ხარჯები ყოველთვის რაციონალური არ არის

უამრავი ბიზნეს-ლიტერატურა თუ წიგნები თემატიკით „როგორ გავხდეთ წარმატებული“, მდიდარი ადამიანის სახეს გვიხატავს როგორც კალკულატორისა და ექსელის ცხრილის ნაზავს, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და თითოეულ თეთრს ითვლის. ცხადია, ეს სახე უტრირებულია და სინამდვილეში შეძლებული პიროვნებაც, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ადამიანი, ყოველთვის რაციონალური არაა. მაგალითად, საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, ბიუჯეტიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ პიროვნებაზეა დამოკიდებული აირჩევს ძვირადღირებულ სასტუმროს და ეკონომკლასის ავიაბილეთს, თუ პირიქით - გაემგზავრება ბიზნესკლასით, მაგრამ შეარჩევს არაძვირადღირებულ სასტუმროს. ყოველ შემთხვევაში, დიდი კაპიტალი კომფორტს უნდა ემსახურებოდეს. კომფორტზე წარმოდგენა კი ყველასთვის სხვადასხვაგვარია.

     2.  ხარჯავენ დიდ თანხებს, მაგრამ უყვართ ფასდაკლებები და ბონუსები

ერთხელ ერთ-ერთმა კლიენტმა გვითხრა, რომ ოჯახთან ერთად დასასვენებლად 15 000 ევროზე მეტი სჭირდებოდა. ტურისტულმა კომპანიამ მისი მარშრუტის შემოწმების, ბილეთებისა და სასტუროს დაჯავშნის შემდეგ შეძლო, რომ მისთვის 30%-იანი ფასდაკლება გაეკეთებინა. კომპანიის კლიენტი სასიამოვნოდ გაოცებული და კმაყოფილი იყო.

    3.   დანაზოგს მხოლოდ ერთ ვალუტაში არ ინახავენ

როდესაც თავისუფალი კაპიტალის რაოდენობა განსაზღვრულ რაოდენობას აღწევს, ადამიანში ავტომატურად იღვიძებს რისკებისგან დაზღვევის სურვილი. დანაზოგის შენახვა მხოლოდ ერთ ვალუტაში ყოველთვის რისკებთანაა დაკავშირებული. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რა ვალუტაზეა აწყობილი ბიზნესი. განვითარებადი ქვეყნებისთვის, ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა. თუნდაც, საქართველოს მაგალითს თუ შევხედავთ, მივხვდებით, რომ ნაციონალური ვალუტის დინამიკიდან გამომდინარე, ეს ბუნებრივი რეაქციაა.

     4.  კონსერვატიულები არიან ინვესტიციებში

როგორც წესი, შეძლებული ადამიანები არ ისწრაფვიან ერთი გარიგებით 10-ჯერ გაზარდონ ბიუჯეტი. 50-55 წლის ასაკისთვის მათ უკვე აქვთ სოლიდური კაპიტალი. მათი მთავარი ამოცანაა შეინარჩუნონ აქტივები, ამიტომ მათი ინვესტიციების 95% ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებზე კეთდება. ამ მხრივ, ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს IT-სტარტაპები და მობილური აპლიკაციები. თუმცა, ზოგიერთი შეძლებული ადამიანი შედარებით მაღალი რისკის და პოტენციური მაღალი შემოსავლის მქონე საქმეში ამჯობინებს ფულის ჩადებას. ზოგჯერ, კლიენტები კრიპტოვალუტითაც ინტერესდებიან. საერთო ჯამში, სარისკო აქტივებში განხორციელებული ინვესტიციები საერთო პორტფელის 5%-ს შეადგენს.

    5.   ნახევარი მათგანი არ გეგმავს ქონების მემკვიდრეობის წესით გადაცემას

დღეს მსხვილი კაპიტალის მემკვიდრეობის წესით გადაცემა ძალზედ აქტუალურია. მდიდარი ადამიანები ფიქრობენ, როგორ მოიქცნენ - გაყიდნ ბიზნესი, გადასცენ სამართავად სპეციალურ ფონდს, გადასცენ მემკვიდრეობით თუ სხვა. ზოგიერთი მათგანისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათმა საქმემ გააგრძელოს არსებობა და მსხვილი ბიზნესის შემთვევაში, სიცოცხლეშივე ზრუნავენ მათი შთამომავლების ინტეგრირებაზე თავიანთ საქმეში. ზოგიერთი მათგანი კი ფიქრობს, რომ ბიზნესი და ქონება ინდივიდუალური ისტორიაა, რომელიც არაა დაკავშირებული მათ შვილებთან. შვილების უზრუნველყოფა, ცხადია, აუცილებელია, თუმცა, ასევე საჭიროა, მივცეთ მათ საშუალება იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით და არა თავს მოხვეული სცენარით.