საფონდო ბირჟებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნა განიცადეს რატომ?

საფონდო ბირჟებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნა განიცადეს

რატომ?



5-6 თებერვლის საფონდო ბირჟების ვაჭრობა ისტორიაში შევა, როგორ ყველაზე მსხვილი ვარდნა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე.ამერიკული Dow Jones-ი და S&P 500- 4.5%-ით დაეცა. განვითარებული ბაზრებისთვის ეს ბევრია. დაახლოებით ასეთივე დინამიკა აღინიშნება აზიურ ბაზარზე, შედარებით მცირეა ევროპული ბაზრის ვარდნა. რატომ ხდება ეს ყველაფერი?


ზოგადად რომ ვთქვათ საფონდო ბირჟებისთვის ძალიან კარგი პერიოდია.

იანვრის დასაწყისი მსოფლიოს ყველა ბირჟისათვის საუკეთესო იყო ბოლო ათწლეულის მანძილზე. ხალხი გამალებით ყიდულობდა აქციებს როგორც 2017 წელს, ისე 2018 წლის დასაწყისში. აი როგორ გაიზარდა ზოგიერთი მსხვილი კომპანიის აქციები უკანასკნელი 12 თვის პერიოდში, 5 იანვრის ვარდნის გათვალისწინებით:


Boeing +102%

Amazon +72%

Facebook +38%

Visa +35%

Alphabet +30%


მთლიანობაში ამერიკული ინდექსი Dow Jones-ი ერთ წელიწადში 21,3%-ით გაიზარდა( ვარდნის გათვალისწინებით), ვარდნის გარეშე კი -27%-ით


ზოგადი სურათი ასე შეგვიძლია აღვწეროთ: თუ ბოლო პერიოდის მანძილზე აქციების ფასი სწრაფად იმატებდა, მაშინ მალე გარდაუვალი იქნება ვარდნაც. როგორც კი მსხვილი მოთამაშე იწყებს აქციებზე ფასის კლებას, მას ფეხდაფეხ მიყვებიან სხვებიც. ასე ხდება ვარდნა, მთელი მსოფლიოსთვის შესამჩნევი. ძალიან იშვიათად ხდება ისე რომ, ამერიკულმა მკვეთრმა ვარდნამ გავლენა არ იქონიოს მსოფლიო ვარდნაზე. ინვესტორებისთვის აშშ-ში ვარდნა არა იმის სიგნალია, რომ მათთან ყველაფერი რიგზე არ არის, არამედ ეს არის სიგნალი იმისა,რომ გლობალურ ბაზარზე აქციების ფასის კლების დროა. ასე მოხდა ამჯერადაც.

წყარო


მსოფლიო ინდექსები აშშ-ში გაყიდვების შედეგად დაეცა:

Stoxx Europe 3,2%-ით, იაპონური Nikkei 4,7%-ით, სამომავლო ფასები აშშ-ში დასტაბილურდა


ვარდნა საშინლად გამოიყურება, მხოლოდ აბსოლუტურ ციფრებში:

მსოფლიო მასმედიის პირველი გვერდები იუწყებიან რომ Dow Jones-ის ინდექსი 5 თებერვალს, თავისი ისტორიის მანძილზე პირველად დაეცა ათასი პუნქტით. აბსოლუტურ ციფრებში ეს ფაქტი საზარლად გამოიყურება, თუმცა ფარდობით ციფრებში ნაკლებად. ერთ დღეში მან განიცადა 4.6%-იანი ვარდნა და ეს არ შეედრება არც 1987 წლის „შავ ორშაბათს“ (მინუს 22.6%) და არც 2008 წლის 15 ოქტომბერს (მინუს 7.9%). საერთოდაც დოუ ჯონსის ისტორიაში ას დღეზე მეტი არსებობს, როდესაცვარდნა იგრძნობოდა მთელს მსოფლიოში.


წყარო

"საშინელი, საშინელი, საშინელი დღეა ბირჟებზე! და მაინც სხვა დანარჩენი 100 დღე იყო უარესი. გახსოვთ 2011 წლის 10 აგვისტოს ვარდნა? ალბათ არა."

ავტორი: 

Dennis K. Berman

Wall Street Journal-ის ფინანსური რედაქტორი.