როგორ გავხდეთ მდიდარი და ბედნიერი 7 დღეში

როგორ გავხდეთ მდიდარი და ბედნიერი 7 დღეში



არასდროსაა გვიანი, შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. გამომცემლობაBusiness Insider გთავაზობთ მარტივ ხრიკებს, რომლებიც ერთ კვირაში სხვა ადამიანად გაქცევთ.

ორშაბათი: ასაკიდან გამომდინარე, განსაზღვრეთ, რა რაოდენობის თანხა უნდა დააგროვოთ

სცადეთ, თქვენი ყოვეთვიური შემოსავლიდან 10% ან 15% გადადოთ. საინვესტიციო კომპანია Fidelity-ს რეკომენდაციით 30 წლის ასაკისთვის თქვენი დანაზოგი წლიური შემოსავლის ეკვივალენტური უნდა იყოს; 40 წლისთვის ანგარიშზე 3 წლის შემოსავალი უნდა გქონდეთ, ხოლო 60 წლისთვის იმდენივე თანხა უნდა გქონდეთ, რაც 8 წლის მანძილზე ხელფასის სახით მიგიღიათ.

ასაკი
წლიური ხელფასის რაოდენობა, რომელიც უნდა დააგროვოთ
მაგალითი, თუ თქვენი წლიური შემოსავალი 15 000 ლარია
30
1
15 000
35
2
30 000
40
3
45 000
45
4
60 000
50
5
75 000
55
6
90 000
60
7
105 000


სამშაბათი: კითხეთ თქვენ თავს, სინამდვილეში რა გჭირდებათ

ფსიქოთერაპევტი კეტრინ შაფლერი მიიჩნევს, რომ ჩვენ ბევრი ისეთი რამ გვინდა, რაც გვაუბედურებს. რაც მეტად ეცნობით თქვენ თავს, მით მარტივია დაინახოთ განსხვავება იმას შორის, რაც გინდათ და რაც რეალურად გჭირდებათ.

ჩვეულებრივ, ადამიანებს უნდათ მეტი საჭმელი, ფული, მეგობრები, სექსი, ნივთები, დრო, ყურადღება. მაგრამ სინამდვილეში რა გჭირდებათ უშუალოდ თქვენ?


ოთხშაბათი: ამოარჩიეთ ადამიანი, რომელიც შეძლებს თქვენი ქონების მართვას

თუ გყავთ შვილები, უძრავი ქონება ან დანაზოგი, უნდა განსაზღვროთ, რა იქნება, თუ თქვენ რამე მოგივათ. ასაკის მატებასთან ერთად, ამ პრობლემის გადაწყვეტა უფრო აქტუალური ხდება.თუ წინასწარ დაწერთ მემკვიდრეობას ან იპოვით ადამიანს, რომელიც იზრუნებს თქვენ შვილებზე, ეს ახლობლების მიმართ გამოჩენილიმზრუნველობა იქნება.


ხუთშაბათი: თუ სახლში მუშაობთ, ეცადეთ შეიცვალოთ ადგილი

ტანზა ლანდენბეკმა დაიწყო სახლიდან მუშაობა და დროთა განმავლობაში შეამჩნია, რომ მისი პროდუქტულობა იკლებდა. ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა რაიმეს შეცვლას. პრობლემა ოთახის ცვლილებით გადაიჭრა. ყოველდღე ორი საათის განმავლობაში ის არა საკუთარ საწერ მაგიდასთან, არამედ სხვა ოთახში მუშაობს. გარდა ამისა, კვირაში ერთი დღე ცდილობს იმუშაოს არა სახლიდან, არამედ კაფედან. ეს მას მონოტონურობისგან ათავისუფლებს.


პარასკევი: დააყენეთ ფილტრი ელექტრონულ ფოსტაზე

Business Insider-ის რედაქტორის მოადგილის ლიბი კეინის თქმით, საუკეთესო საშუალება დაიცვა თავი და არ დაკარგო დრო ინტერნეტში, ელექტრონულ ფოსტაზე ფილტრის დაყენებაა. უნდა შექმნათ ცალკე ფაილი, სადაც საყვარელი ბრენდების სარეკლამო წერილები მოგივათ. ფაილში მხოლოდ იმ შემთვევაში უნდა შეიჭყიტოთ, როცა რაიმე საჭირო ნივთის ყიდვა დაგჭირდებათ.


შაბათი: ჩამოწერეთ სამი რამ, რაც ბედნიერს გხდით

Facebook-ის ოპერაციულმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა გაამხილა საკუთარი სტრატეგია, რომელსაც ქმრის სიკვდილის გადასატანად იყენებდა: „ძილის წინ ჩამოწერეთ სამი მომენტი, რომელმაც სიხარული მოგანიჭათ. ასეთი სია ყოველ საღამოს გააკეთეთ“. ამ ჩანაწერებმა შერილის ცხოვრება შეცვალა. ყოველ საღამოს ის პოზიტიური ფიქრებით იძინებს.

კვირა: ჩამოწერეთ ხვალისთვის გასაკეთებელი საქმეების სია და მოამზადეთ სპორტული სამოსი

ყოფილი სამხედროს ჯოკო ვილინიკას თქმით, იმისთვის, რომ დილა ეფექტურად დაიწყოს, ყოველ საღამოს ორ რამეს აკეთებს. პირველ რიგში, წინასწარ ამზადებს ტანსაცმელს ხვალინდელი ვარჯიშისთვის. ეს საშუალებას აძლევს, მზად იყოს საწოლიდან ადგომისთანავე. მეორე, ის წინასწარ წერს მეორე დღეს გასაკეთებლი საქმეების სიას. თუმცა სიის წერა ხანგრძლივი არ უნდა იყოს.