McLaren-მა გადაწყვიტა ყველა მოდელის ელექტროფიცირება

McLaren-მა გადაწყვიტა ყველა მოდელის ელექტროფიცირება



როგორც ჩანს, ელექტროფიცირების გლობალურმა ტენდენციამ ავტომობილების ბრიტანელ მწარმოებლებამდეც მიაღწია. მარკის ხელმძღვანელობამ დააანონსა, რომ მომავალი მოდელები ჰიბრიდული ძრავით იქნება უზრუნველყოფილი, რისი ბაზაც უკვე არსებობს.

ბრიტანულ საავტომობილო გამომცემლობა Autocar-თან ინტერვიუში, McLaren-ის აღმასრულებელი დირექტორი მაიკ ფლუიტი ყვება, რომ მათი მარკის სპორტული ავტომობილების მომავალი თაობა აგებული იქნება განახლებული მეორე თაობის Monocel-ის ბაზაზე, რომელიც ითვალისწინებს ჰიბრიდული ძრავის დაყენებას.

პირველი ჰიბრიდული ძრავი Sport Series-ის ოჯახის ახალგაზრდა მოდელის - 570S-ის შთამომავალს ერგება. Sport Series შემდეგ, ინოვაციის თანამონაწილე Super Series ავტომობილებიც გახდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ 720S-ის ახალი თაობის მოდელების წარდგენა, ფაქტობრივად, გასულ წელს იყო, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ამ სერიის ავტომობილები ჰიბრიდულ ძრავზე 2022 წლამდე გადავა.

ასევე, ჩვენი კოლეგები საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ McLaren-ი ამზადებს ახალ ჰიბრიდულ ბიტურბირებულ ძრავს V6 კონფიგურაციით, მაშინ როდესაც V8 ძრავებით მხოლოდ ძალიან ძვირადღირებული ავტომობილები იქნება აღჭურვილი.

აქვე, აღსანიშნავია, რომ მაიკ ფლუიტმა დაადასტურა, McLaren-ის ზოგიერთი მოდელი მაინც არ იქნება ჰიბრიდულ ტექნოლოგიაზე აწყობილი, თუმცა ეს მხოლოდ Ultimate Series-ის მოდელების ლიმიტირებულ ავტომობილებს ეხება.