Tesla-მ უმსხვილესი კვარტალური დანაკარგი დააფიქსირა

Tesla-მ უმსხვილესი კვარტალური დანაკარგი დააფიქსირა



ინფორმაცია წარმოდგენილია 2017 წლის მეოთხე კვარტლის კორპორატიულ ანგარიშში.

ამერიკულმა საავტომობილი კომპანია Tesla-მ 2017 წლის უკანასკნელ კვარტალში 675 000 000 დოლარი იზარალა. გამომცემლობა The Wall Street Journal-ში აღნიშნულია, რომ აქამდე ელექტრო ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას მსგავსი სერიოზული ფინანსური დანაკარგი არ ჰქონია.

შედარებისთვის, წინა კვარტალში (2017 წლის ივლისი - სექტემბერი) Tesla-ს ზარალი 619 000 000 დოლარი იყო. 2016 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით ეს მაჩვენებელი 121 000 000 დოლარს უტოლდებოდა. გამოდის, რომ ერთი წლის მანძილზე Tesla-ს დანაკარგი 5.5-ჯერ გაიზარდა.

მიუხედავად დანაკარგებისა, კომპანიამ მოახერხა ექსპერტების გაოცება, რომლებიც კორპორატიულ ანგარიშში ზარალის უფრო შემაშფოთებელ რიცხვს ელოდნენ.

კომპანიის დამაარსებელი ილონ მასკი და ფინანსური დირექტორი დიპაკ ახუჯი ვარაუდობენ, რომ 2018 წელს Tesla-ს ოპერაციული შემოსავალი მყარ პოზიტიურ მაჩვენებელზე გავა. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში დაგეგმილია ყოველკვირეულად 5 000 Model 3 ელექტრომობილის წარმოება. ცნობილია, რომ ამ რაოდენობის მანქანების წარმოება უკვე იგეგმებოდა 2017 წლის ბოლოსთვის.

შეგახსნებეთ, რომ Model 3-ის ფასი მშობლიურ ბაზარზე 35 000 დოლარიდან იწყება. მოდელის ბაზისურ ვერსიას დატენვის გარეშე დაახლოებით 350 კილომეტრის გავლა შეუძლია, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 210 კმ/სთ-ია.