ავიამშენებელმა Airbus-მა მფრინავი ტაქსის ტესტირება დაიწყო

ავიამშენებელმა Airbus-მა მფრინავი ტაქსის ტესტირება დაიწყო



Vahana – პირველი ელექტრონული ავტონომიური მფრინავი სატრანსპორტო საშუალება ოფიციალურად აფრინდა ცაში. პროექტი მსხვილ ავიამშენ Airbus-ს ეკუთვნის. ახალი საფრენი აპარატი , რომელიც მფრინავი მანქანის და სარბოლო დრონის ნაზავს მოგვაგონებს, 53 წამის განმავლობაში იმყოფებოდა 5 მეტრის სიმაღლეზე.

Vahana გეგმავს, რომ მისი ტექნოლოგია იქცეს „პირველ სერტიფიცირებულ სამგზავრო აპარატად პილოტის გარეშე“ და უზრუნველყოს მგზავრების თუ ტვირთის გადაზიდვა საბაჟო პუნქტებამდე დამოუკიდებლად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, ისევე როგორც მატარებელს გადაყავს მგზავრები სადგურიდან სადგურამდე.

მომავალი ტესტირებების ფონზე, კომპანია იმედოვნებს, რომ სატრანსპორტო საშუალების კომერციულ ვერსიას 2020 წლისთვის გამოუშვებს.