2018 წლის Land Rover Range Rover Sport-მა „სამოთხის კარიბჭის“ 999 საფეხური აიარა

2018 წლის Land Rover Range Rover Sport-მა „სამოთხის კარიბჭის“ 999 საფეხური აიარა



ახალ Land Rover Range Rover Sport-ს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. დიახ, ისეთივე მდიდრული არაა, როგორც ტოპ სერიის Range Rover-ი, მაგრამ უფრო სპორტულია. არც ისეთივე მაღალია, თუმცა თუ ასფალტი დამთავრდა, მაინც არ უნდა გეშინოდეთ.

ასფალტისა და გაუვალი გრუნტის პირობებში თანაბარი შესაძლებლობების გამო ეს მანქანა Land Rover-ის უკანასკნელი ჩანაფიქრისთვის იდეალურ ვარიანტად იქცა: მაღალი სიჩქარით მოძრაობა ჩინეთის დაკლაკნილ დრაკონის გზაზე, რომელიც ტიანმენის მთაზე „სამოთხის კარიბჭის“ კიბეებზე აცოცებით დასრულდება. საუბარია, სულ რაღაც, 99 მოსახვევზე და 45 გრადუსიანი დახრილობის 999 საფეხურის ავლაზე.

პერფორმანსის შესასრულებლად Land Rover-მა Jaguar Racing-ის მრბოლელი ჰო-პინ ტუნი მოიწვია, Range Rover Sport-ი კი გაძლიერებული საბურავებით აღჭურვა გზად არსებულ ყველა დაბრკოლებასთან გასამკლავებლად.

ტუნმა RR Sport-ი ჯერ ტიანმენის მთის დახვეულ გზებზეადგილობრივი რელიეფის რეჟიმით ატარა, შემდეგ კი off-road რეჟიმზე გადართო და 999 საფეხური აიარა.

უამრავი სატრანსპორტო საშუალება დადის მთის დახვეულ გზებზე, მათ შორის ტურისტული ავტობუსებიც, თუმცა აქამდე არცერთი მანქანა არ ასულა „სამოთხის კარიბჭის“ კიბეებზე.

ილეთის შესრულებამდე Land Rover-ის გუნდმა ადგილობრივები გამოკითხა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ავტომობილი ვერ შეძლებდა საფეხურების ავლას. თუმცა, ტუნგმა ეს მისია წარმატებით შეასრულა. მოგვიანებით მან განაცხადა: „გამოცდილი მაქვს Formula E, Formula 1 და გავიმარჯვე ლე-მანის 24 საათში, მაგრამ ეს, უდაოდ, ყველაზე საპასუხისმგებლო რბოლა იყო, რომელიც კი ოდესმე გამომიცდია“.

საერთო ჯამში, ამ გზის გავლას 20 წუთი და 47 წამი დასჭირდა და დამყარდა მსოფლიო რეკორდი, რადგან აქამდე არცერთ ავტომობილს არ აუვლია საფეხურები. რაც ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ამ რეკორდის მოხსნა უნდა სცადოს.

ეს პირველი ექსტრემალური იდეა არაა, რომელიც Land Rover-ის სახელით ხორციელდება. თუმცა, ყველაზე გიჟურ ჩანაფიქრად შეიძლება მივიჩნიოთ. თუ ტუნი 45 გრადუსიან კუთხეზე შეცდომას დაუშვებდა, შეიძლება ძალიან საშიში სიტუაცია შექმნილიყო. შეიძლება, აქამდე სწორედ ამიტომ არ უცდია არავის „სამოთხის კარიბჭემდე“ ასვლა.