Mercedes-Benz-ი პირველ სერიულ ელექტრონულ კროსოვერს ჟენევაში წარმოგვიდგენს

Mercedes-Benz-ი პირველ სერიულ ელექტრონულ კროსოვერს ჟენევაში წარმოგვიდგენს



ელექტრონულ EQC-ს სათადარიგო, დამატებითი 500 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება.

გერმანული ავტომწარმოებელი Mercedes-Benz-ი ავტობაზარზე ოპერირებას იწყებს მისთვის სრულიად ახალ სეგმენტზე. მარტში, ჟენევის საერთაშორისო ავტოგამოფენაზე მერსედესი წარადგენს პირველ სერიულ ელექტრონულ კროსოვერს - Mercedes-Benz EQC-ს. ასევე პრეზენტაციას გაუწევენ დიზელისა და ელექტრონიკის კომბინირებულ მოდელებს, რომლებიც უკვე ჩაშვებულია წარმოებაში.

ახალი ელექტრონული კროსოვერი EQC-ი ინტენსიურ ტესტირებებს გადიოდა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, რომელმაც შედეგი გამოიღო და რამდენიმე კვირაში მსოფლიო დებიუტით წარსდგება საწარმოო ვარიანტით. ახალი მოდელის გაყიდვა წლის ბოლომდე გასტანს და მისი მთავარი კონკურენტი Jaguar i-Pace-ი იქნება, რომელიც წარმოებაში მარტიდან ჩაეშვება.

EQC-ი აგებულია ახალ პლატფორმაზე Modular Electric Architecture (MEA), რომელიც ცპეციალურად შექმნა კონცერნმა „Daimler“ მომავალი ელექტროავტომობილებისთვის.

EQC-ი Mercedes-Benz-ის ახალი (EQ) საბბრენდის პირველი წარმომადგენელი გახდება.

აღნიშნული აბრევიატურა იშიფრება როგორც «Electric Intelligence», რაც ქართულადელექტრონულ ინტელექტს ნიშნავს, ხოლო სიმბოლო C- გულისხმობს რომ ახალი მოდელი ევროპულ C-კლასს განეკუთნება.

MEA-ს პლატფორმაზე აკუმულატორები ავტომობილის ძარაზეა დამონტაჟებული. ელექტრონული ძრავი კი ღერძზე.

იუწყებიან რომ ელექტრომობილმა 500 კილომეტრის გავლა უნდა შეძლოს ნორმალური საფარის პირობებში. ძრავის სიმძლავრეს ჯერ არ ახმაურებენ, თუმცა Generation EQ კონცეპტს, რომელიც ახალ საბბრენდს წარმოადგენდა 408 ცხენის ძალა ჰქონდა.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ვნახოთ როგორ გადანაწილდება ბაზრის წილები. ტესლას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა.