რა სურთ მძღოლებს? Google-ს საავტომობილო ტენდენციების ანგარიში

რა სურთ მძღოლებს?! Google-ს საავტომობილო ტენდენციების ანგარიში




Google-ს მონაცემებით, ამერიკელები შინაური ცხოველების უსაფთხო ტრანსპორტირების გზებს ეძებენ, გერმანელებს სურთ ავტომობილში აუდიო სისტემის გაუმჯობესება, იაპონელ მომხმარებლებს კი მგზავრთა კომფორტი ადარდებთ.

Google-ს პირველ საავტომობილო ტენდენციების ანგარიშში, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მომხმარებელთა ინტერესები საავტომობილი აქსესუარების ძიების ისტორიის მიხედვით, სამ ძირითად საცალო ვაჭრობის ობიექტზე გადანაწილდა.

ანალიტიკოსები 2015 წლის სექტემბრიდან 2017 წლის აგვისტომდე განხორციელებული მილიარდობით ძიების ისტორიით დაინტერესდნენ და იკვლევდნენროდის და რატომ იმატებდა ან იკლებდა ინტერესი კონკრეტული პროდუქტის მიმართ.

Google-ს და YouTube-ს საძიებო ისტორიების გარდა, მკვლევარებმა 1000 მომხმარებელი გამოკითხეს საბოლოო ანგარიშის წარსადგენად.

ვიდეო რეგისტრატორი

საძიებო სისტემაზე დაყრდნობით, ყველა ბაზრის მომხმარებლებს საქარე მინის ვიდეო რეგისტრატორი სურთ. გასაკვირი არცაა, რეგისტრატორი მანქანის მართვაშიც გეხმარებათ და ინციდენტის შემთხვევაში დაცვას უზრუნველყოფს.

„აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საავტომობილი სიგნალიზაცია საკმარისი აღარაა. მომხმარებლები აძლიერებენ მეთვალყურეობას ვიდეო რეგისტრატორის დაყენებით, რომ გააკონტროლონ მანქანები შორი მანძილიდან და შეაგროვონ მტკიცებულებები“ - ნათქვამია ანგარიშში.

თუმცა, ყველაზე მასშტაბური ძიება შიდა საავტომობილო ნაწილებზე, რომელიც კამერებთანაა დაკავშირებული, სულაც არ გულისხმობს უსაფრთხოების დონის ზრდას.საჭის მართვა ხელებგაშვებულ მდგომარეობაში სულ უფრო პოპულარული ხდება ავტომობილების მფლობელებს შორის.

„ეს ინფორმაცია YouTube-ზე ვნახეთ, თუმცა ანგარიშში წარმოდგენილი არაა მონაცემებისუკმარისობის გამო. მაგრამ ადამიანები იღებენ და ტვირთავენ ვიდეოებს, სადაც მაღალი სიჩქარით მოძრაობენ“, ამბობს იარდენ ჰორვიცი, Google-ს პროექტების მართვის მენეჯერი.

შინაურ ცხოველებთან დაკავშირებული ძიება

საშუალოდ, ამერიკელი, 36-ჯერ უფრო ხშირად ეძებდა შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ საავტომობილო აღჭურვილობას, როგორიცაა ძაღლების დასაბმელები, სკამები და სკამი-ჰამაკები ძაღლებისთვის, ვიდრე გერმანელი მომხმარებელი; ხოლო იაპონელ მომხმარებელზე 10-ჯერ უფრო ხშირად ეძებდა ლეკვების დასაცავ აქსესუარებს.

ძიების რაოდენობის მიხედვით, 5 ყველაზე ხშირი ტერმინი, რომელსაც ამერიკელები გუგლავენ, არის ავტომობილის შესაფუთი, საჭის „რბილი გადასაკრავი, ჰაერის საწმენდი, გადამყვანები და ძაღლის სავარძლის ქეისები.

გერმანული და იაპონური მონაცემები

გერმანიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ციფრულ აუდიო მოწყობილობებს ერგო, რაც დაკავშირებულია სატელევიზიო და რადიო სიგნალის ციფრულ სიგნალზე ცვლილების საქვეყნო მასშტაბთან. ერთი წლის მანძილზე აუდიოსისტემების მიმართ ინტერესი 41%-ით გაიზარდა.

იაპონელ მომხმარებლებს ამერიკელებზე ორჯერ, ხოლო გერმანელებზე ხუთჯერ მეტად უყვართ ავტომობილის აღჭურვა. ყველაზე ტრენდული ამ ქვეყანაში პერსონალური სავარძლის გადასაკრავები, ფარდები, დამატენიანებლები და მაცივრებია.