2020 წელს Opel-ი ელექტრო Corsa-ს გამოუშვებს

2020 წელს Opel-ი ელექტრო Corsa-ს გამოუშვებს



Opel-ის განცხადებით, Corsa-ს სრულიად ელექტრო ავტომობილი 2020 წელს ჩაეშვება გაყიდვაში. Corsa EV კონკურენციას გაუწევს ისეთ ელექტრომობილებს, როგორიცაა, მაგალითად, Renault Zoe. Corsa-ს მოდელები ესპანეთის ქალაქ სარაგოსაში აეწყობა, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება პირველი PSA ჯგუფის ქარხანა ევროპაში, რომელიც სრულიად ელექტრო მოდელის ავტომობილს გამოუშვებს.

Opel-ის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც გასულ თვეს გაფორმდა ხელშეკრულება ავტომწარმოებელსა და სარაგოსას საწარმოებს შორის. ახალი თაობის Corsa GM პლატფორმიდან PSA-ზე გადაინაცვლებს, რომელიც განკუთვნილია როგორც ჰიბრიდული აგრეგატებისთვის, ასევე კლასიკური ძრავისთვის.

JATO Dynamics-ის ინფორმაციით, ოპელმა თავისი წინა მოდელის ელექტრომობილი Ampera-e-ს 1981 ერთეული გაყიდა. ეს ავტომობილი Chevrolet Bolt-ის ამერიკული ვარიანტია.

სარაგოსა იქნება ერთადერთი ფაბრიკა, რომელიცოპელის ყველაზე გაყიდვად მოდელ Corsa-ს ააწყობს. გასულ წელს მისი 231 000 ერთეული გაიყიდა. მიმდინარე მოდელი სარაგოსას გარდა გერმანიაშიც იწყობა. ახალი Corsa-ს გამოსვლის შემდეგ, გერმანიაში Mokka-ს მოდელები აეწყობა.

2024 წლისთვის ოპელი ყველა მოდელის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენას გეგმავს. 2020 წლისთვის კი ელექტრო მანქანების 4 ხაზი ექნება, მათ შორის ჰიბრიდული Grandland X.