Volkswagen-მა ახალი სედანი დააანონსა

Volkswagen-მაახალი სედანი დააანონსა



კომპანია ფოლკსვაგენი ჟენევის ავტოსალონში პრემიერას გამართავს. მოტორ-შოუ მიმდინარე წლის მარტში გაიხსნება.

გამოფენაზე დებიუტი ექნება კონცეპტუალურ ელექტრომობილ I.D.-ს ოჯახის რიგით მეოთხე წარმომადგენელს - სედან Vizzion-ს. პრეზენტაციამდე ცნობილმა მარკამ ახალი ავტომობილის დიზაინის მონახაზები გაავრცელა. პროტოტიპის სიგრძე 5,11 მეტრია, რაც ნიშნავს, რომ ოჯახის ახალი წევრი გაყიდვებიდან უკვე ამოღებული VW Phaeton-ის „თანამოძმეა“.

I.D. Vizzion-ის ინტერიერი იმავე სტილშია გადაწყვეტილი, როგორიც მარკის სხვა მოდელებს აქვთ: ჰეჩბეკ I.D.-ს, მინივენ I.D. Buzz-ს და კროსოვერ I.D. Crozz-ს. სედანის კარები მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებთ იღება, სალონი - ოთხადგილიანია. გარდა ამისა, ტორპედოს ნაცვლად მანქანაში „თაროა“, მართვისა და მულტიმედიის სისტემები არ არსებობს. როგორც კომპანიაში იუწყებიან, I.D. Vizzion-ი აღჭურვილია ავტოპილოტით. სიახლის არსენალში ვირტუალური დამხმარეც იქნება, რომელთანაც მგზავრები ხმოვანი სიგნალებითა და ჟესტებით შეძლებენ ურთიერთობას. სავარაუდოდ, ინფორმაცია მანქანისა და მიმდინარე გარემოს შესახებ მინებზე იქნება წარმოდგენილი.

სედანს ორი ელექტროძრავი და ლითიუმ-იონის ბატარეის კომპლექტი ექნება; შეძლებს იმოძრაოს 306 ცხენის ძალით და განავითაროს მაქსიმალური სიჩქარე 180 კმ/სთ. სხვა დეტალები Volkswagen I.D. Vizzion-ის შესახებ მარტში გახდება ცნობილი.

შეგახსნებთ, რომ 2025 წლისთვის გერმანული მარკა გეგმავს 20-ზე მეტი ელექტრომობილის წარმოებას. პირველი I.D. კონცეპტის მოტივებზე აწყობილი დიზაინის ჰეჩბეკი გახდება, რომელსაც კონვეირზე 2020 წელს დადებენ. I.D. Vizzion-ის სტილის ფლაგმანური ავტომობილის გაყიდვაში ჩაშვების შესახებ, კომპანიაში ჯერ არაფერს აცხადებენ.