ლიზინგი როგორც ავტოკრედიტის ალტერნატივა

ლიზინგი როგორც ავტოკრედიტის ალტერნატივა



ავტოლიზინგი  არის სატრანსპორტო საშუალების გრძელვადიანი არენდა მისი გამოსყიდვის უფლებით. აღსანიშნავია, რომ ასეთ სერვისს მომხმარებლებს არა მარტო სალიზინგო კომპანიები, არამედ ბანკებიც სთავაზობენ.

იმისთვის, რომ ლიზინგით ისარგებლოთ, დაგჭირდებათ პირადობა და მართვის მოწმობა, ასევე პირველადი შენატანი ავტომობილის ღირებულების 20-45%-ის ოდეობით. რა თქმა უნდა, ისეთი შემოთავაზების მონახვაც შეიძლება, რომელიც არ მოითხოვს პირველად შენატანს, თუმცა ამ შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტების სია უფრო ვრცელი იქნება, თითქმის ისეთივე, როგორც ავტოკრედიტის შემთხვევაში.

როგორ წესი, ავტომობილი ლიზინგით ერთიდან ხუთ წლამდე ვადით ფორმდება. მანქანის მფლობელი ხელშეკრულების ვადის დასრულებამდე თავად სალიზინგო კომპანიაა, თქვენ კი ავტომობილს მინდობილობის საფუძველზე იღებთ.

როდესაც ხელშეკრულების ვადა ამოიწურება, უნდა აირჩიოთ ორ ვარიანტს შორის: შეიტანოთ ავტომობილის დარჩენილი ღირებულება და იყიდოთ ის, ან დაუბრუნოთ ტრანსპორტი სალიზინგო კომპანიას. გარდა ამისა, შესაძლებელია ხელშეკრულების ვადის გაგრძელება არსებულ ავტომობილზე, ან ახალი ავტომობილის გაფორმება.

არსებობს ორი სახის avto lizingi : როდესაც ყოველთვიური შენატანი ისეა განაწილებული, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ფარავთ ავტომობილის მთლიან ღირებულებას და ის თქვენს საკუთრებაში გადმოდის; ან მეორე როდესაც იფარება ავტომობილის ღირებულების მხოლოდ ნაწილი და საბოლოო შენატანით ფარავთ მთლიან ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ ავტმობილის დარჩენილ ღირებულებას არ გადაიხდით, ის კომპანიის საკუთრებაშიდარჩება.

ავტოლიზინგის მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებსაც, ვისავ უარი უთხრეს ავტოსესხზე.გარდა ამისა, ლიზინგის გაფორმებისთვის, როგორც წესი, არ დაგჭირდებათ არც თავდებები, არც სესხის უზრუნველყოფა. ამ მიზეზების გამო, ავტომობილის ყიდვის მსგავსი სქემები, სავარაუდოდ, დიდი პოპულარობით ისარგებლებს საქართველოს მოსახლეობაში.