Porsche-მ დიზელზე უარი განაცხადა

საავტომობილო მარკა Porsche-მ დიზელზე უარი განაცხადა



კომპანიამ შეწყვიტა კროსოვერ Macan S Diesel და ჰეჩბეკ Panamera 4S Diesel-ის წარმოება

შეგახსენებთ, რომ Porsche-ს პირველი დიზელის ძრავზე მომუშავე ავტომობილის დებიუტამდე ( 2002 წლის კროსოვერი Cayenne), მარკის ერთგული გულშემატკივრები აკრიტიკებდნენ ფირმას და მიიჩნევდნენ, რომ „პორშე“ და მძიმე საწვავი შეუთავსებელი ცნებებია. თუმცა, მომხმარებლები შემოირიგეს იმ ფაქტით, რომ გერმანული მარკა თავიდან ტრაქტორებსაც აწარმოებდა. საბოლოოდ, საზოგადოებამ Diesel-ის ნიშნის არსებობა „კაიენის“ კვების სისტემაზე დაუშვა და მიღებულად ცნო.

შედეგად, დიზელის ძრავა „პორშეს“ სხვა მოდელებშიც გაჩნდა. თუმცა, Porsche Cayenne-ის ბოლო თაობამ გვერდი აუარა დიზელს. მეტიც, გერმანულმა ავტომწარმოებელმა შეწყვიტა სხვა ორიმოდელის გამოშვებაც, რომლებიც ანალოგიურ ძრავზე მუშაობდნენ.

Autocar-ის ინფორმაციით, Porsche-ში დიზელზე უარის თქმას განმარტავენ ბენზინზე მომუშავე და ჰიბრიდულ ავტომობილებზე კლიენტების გაზრდილი მოთხოვნით. ამის ძირითად მიზეზად ისინი გერმანიაშიმომხდარ დიზელის სკანდალს მიიჩნევენ. პრინციპში, „პანამერას“ გაყიდვების სტატისტიკაყველაფერს თავად ამბობს: მომხმარებლის 50%-მა ჰიბრიდული მოდელი აირჩია და მხოლოდ 15%-მა დიზელის.