2018 წლის ჟენევის ავტო შოუს მიმოხილვა

2018 წლის ჟენევის ავტო შოუს მიმოხილვა



ჟენევის მოტორ შოუ, უდაოდ, ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა საავტომობილო კალენდარში

ყოველკვირეულად ახალ-ახალი ავტომობილები ანონსდება ჟენევის შოუსთვის. აი, რა გველოდება წინ:

Audi A6

ახალ მეხუთე სერიის BMW-სა და Mercedes-Benz E-Class-სთან ერთად სცენაზე, Audi A6 ბიზნეს კლასის ამ „დიდ სამეულს“ შორის ყველაზე ასაკოვანია. ბრენდმა უკვე დაადასტურა, რომ ახალი A6-ის დებიუტი ჟენევაში შედგება.

Audi E-tron

Jaguar-სა და Audi-ს შორის რბოლა, პირველად ვინ გამოიყვანდა თავის ელექტრომობილს გასაყიდად, საბოლოოდ იმით გადაწყდა, რომ ჟენევის შოუზე ორივე მარკის პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. მოდელების ნახვის შემდეგ მიხვდებით, რომ არცერთმა მარკამარ გადაუხვია თავის კონცეპტუალურ გემოვნებას.

Bentley Bentayga PHEV და Bentayga V8

„ბენტლიმ“ შოუს მიღმა უკვე ახადა ფარდა Bentayga V8-ს, თუმცა კონსტრუქციის სახით პირველად ჟენევაში იქნება წარმოდგენილი ბრენდის პირველ ელექტროფიცირებულ Bentayga-ს ჰიბრიდულ ვერსიასთან ერთად.

BMW M8 კონცეპტი

BMW 600bhp-ის ნახვა 2019 წლამდე არ გველოდება, თუმცა ჟენევის ავტოშოუზეAston Martin DB11-ისა და Mercedes-AMG S63-ის მომავალი კონკურენტის კონცეპტს ვნახავთ. როგორც ჩანს, მდიდრული იერის გარდა, M-სერია ფუნქციურადაც გაუმჯობესდა.

BMW X4

მიუხედავად იმისა, რომ X4-ის პირველი თაობა სულ რაღაც 2014 წლიდან არსებობს, მალე მის განახლებულ ვერსიასაც ვიხილავთ. პირველი მიწოდება ბრიტანელი მომხმარებლებისთვის აგვისტოში იგეგმება. გარდა ამისა, წინ X3-ის M40i ვერსიაც გველის.

Citroën Berlingo Multispace

PSA ჯგუფის წარმომადგენელი მინივენი მალე ჟენევის შოუზე წარსდგება. ახალ Berlingo Multispace-ი არსებობს როგორც სტანდარტულ, ასევე გრძელსაფუძვლიან ვარიანტებად, ხოლო ბაგაჟის მოცულობა 4000 ლიტრია.

Elextra EV

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, წინ უამრავი სურპრიზი გველოდება...