BMW-ს 8 სერიას მალე ჟენევაში ვიხილავთ

BMW-ს 8 სერიას მალე ჟენევაში ვიხილავთ



ცოტა ხნის წინ BMW-მ გაავრცელა, ჩვენიი ვარაუდით, ახალი მერვე სერიის Gran Coupe-ს სურათები ან ყოველ შემთხვევაში, მისი კონცეპტუალური ვერსია.

თიზერში ჩანს ოთხკარიანი ავტომობილის მარცხენა მხარე დახრილი სახურავით და წვრილი, მაგრამ გრძელი ფანჯრებით. იანვარში BMW-მ მერვე სერიის კუპეს უკანა ხედი გაავრცელა, რომელსაც ანალოგიური პროფილი ჰქონდა. როგორც თიზერიდან ჩანს, სავარაუდოდ, მანქანას 4 კარი უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მანქანა უმეტესად ჩრდილშია, მაინც შეიძლება მისი აგრესიული ფარების და განიერი სპოილერის გარჩევა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მაისში გავრცელებული ორკარიანი მერვე სერიის ვარიანტიც.

BMW-ს სურათთან ერთად არანაირი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, მხოლოდ ლაკონური წარწერა: „დარჩით ჩვენთან. უფრო მეტი, ჟენევაში მომავალ კვირას“.

დიახ, თქვენთან დავრჩებით. ჟენევის 2018 წლის ავტოშოუ იწყება სამშაბათს, 6 მარტს, რაც ნიშნავს, რომ ახალ BMW-ს მომავალ კვირას ვიხილავთ. იქამდე კი, თვალი გადაავლეთ მერვე სერიის კუპეს კონცეფციას, რომ უკეთ მიხვდეთ, რა გველოდება წინ.