არაბებმა ​BMW M4-ის სპეცვერსია წარმოადგინეს

არაბებმა BMW M4-ის სპეცვერსია წარმოადგინეს



არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქის შოურუმში წარმოდგენილმა ავტომობილმა შიდა სტაილინგი M Performance-სგან, გამონაბოლქვის სისტემა კი Akrapovic-სგან მიიღო.

BMW-ს ექსტრავაგანტული ვერსიებით ცნობილმა ავტომობილების დილერმა Abu Dhabi Motors-მა გასაყიდად გამოიყვანა M4-ის სპეცვერსია.

როგორც ადრე წარმოდგენილ BMW-ს გაუმჯობესებულ მოდელებში, დილერმა არ იმუშავა ზედმეტად M4-ის სამლიტრიან ძრავ TwinPower Turbo-ზე, რომლის სიმძლავრე 431 ცხენის ძალაა, ხოლო ბრუნვის მომენტი 550ნმ. მუშაობა უმეტესად დიზაინზე და სალონზე მიმდინარეობდა.

BMW M4 მწვანე Signal Green ფერშია გადაწყვეტილი. ექსტერიერში გაჩნდა კარბონისგან დამზადებული აქსესუარები M Performance-ისგან: გვერდითი სარკეებს ჩარჩო, ბამპერი და უკანა დიფუზორი.

ასევე დაყენებულია Akrapovic-ის გამონაბოლქვის სისტემა და ყვითელი სამუხრუჭე ხუნდები.