საბჭოური ძალა: სსრკ-ს ავტომობილები V8 ძრავით

საბჭოური ძალა: სსრკ-ს ავტომობილები V8 ძრავით



მიუხედავად იმისა, რომ V8 უმეტესად ამერიკულ ავტომობილებთან ასოცირდება, რვაცილინდრიანი ავტომობილები საბჭოთა სივრცეშიც არსებობდა. მოდით, გავიხსენოთ ისინი.

ზილ-111


ზილის ძრავას ჰქონდა 6 ლიტრი სამუშაო მოცულობა, ორი ასეული ცხენის ძალა და 442ნმ ბრუნვის მომენტი. ამ სედანის ბაზაზე მოგვიანებით ზილ-111-ბ შეიმუშავეს.

ზილ-4104


ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობაც 7,7 ლიტრი, სიმძლავრე - 315 ცხენის ძალა, ბრუნვის მომენტი კი 608ნმ იყო და რომელიც სამართლიანად ითვლებდა სამთავრობო ლიმუზინად.

ზილ-41047

ეს ავტომობილი ზემოთ აღწერილი მოდელის საბოლოო გაახლების შედეგია, რომელიც 2002 წლამდე გამოიცემოდა. ახლა კი მხოლოდ სპეცდაკვეთის საფუძველზე შეიძლება მისი შეძენა.

ზილ-118

ეს არა მსუბუქი ავტომობილი, არამედ მიკროავტობუსია, თუმცა მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეგვეძლო.

ზილ-112

ზილი მხოლოდ შავ სედანებს არ აწარმოებდა. საწარმოს ისტორიაში სპორტული მანქანებიც იყო. ერთ-ერთი ასეთი ზილ-112-ია. ამ მანქანაში ერთდროულად ორი რვაცილინდრიანი ძრავის ჩაყენებ შეიძლებოდა. პირველს ჰქონდა 6ლიტრიანი მოცულობა და ავითარებდა 240ცხენის ძალას, მეორეს კი 7ლიტრიანი მოცულობა და 270-300 ცხენის ძალა. როდსტერის მაქსიმალური სიჩქარე 270კმ/სთ იყო.

გაზ-13


ეს საბჭოთა ავტომობილების კიდევ ერთი ლეგენდაა. უცხოური ავტომობილების სტილისტიკის ათვისების შედეგად, ეს ავტომობილი მდიდრულიც იყო, თამამიც და სოლიდურიც. რაც შეეხება ძრავას: 5,5 ლიტრიანი V8ძრავა 195 ცხენის ძალით.

გაზ-23


ეს ავტომობილი სპეცსამსახურებისთვის იყო. მისი ძრავის მოცულობა იყო 5,5 ლიტრი და ავითარებდა 195 ცხენის ძალას, მაქსიმალური სიჩქარე კი 160კმ/სთ იყო.