პროექცია საქარე მინაზე სმარტფონის დახმარებით DIY

პროექცია საქარე მინაზე სმარტფონის დახმარებით DIY



დღეს ნებისმიერ ავტომფლობელს შეუძლია გადმოიწეროს HUD-აპლიკაცია სმარტფონისთვის და მოახდინოს პროექცია საკუთარი ავტომობილის საქარე მინაზე. თუმცა გამოსახულება იქნება ბუნდოვანი, გაორებული და მზიან დღეს პრაქტიკულად უხილავი. იმისთვის, რომ უნაკლო შედეგი მიიღოთ, დაგჭირდებათ სპეციალური საშუალებები. ვნახოთ, როგორ მუშაობენ ისინი!

HUD — Head-Up Display

არსებობს უამრავი ე.წ. HUD-აპლიკაცია სმარტფონებისთვის, რომლის დახმარებითაც მძღოლისთვის საჭირო ინფორმაცია სარკისებურად აისახება საქარე მინაზე, როცა სმარტფონი მანქანის ტორპედოზე ეკრანით ზემოთ დევს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსგავსი აპლიკაციები სრულყოფილად არ აისახება მინაზე და ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. რასაც ვერ ვიტყვით მაშინ, თუ HUD ავტომობილის თანდართული ფუნქციაა.

აქსესუარები HUD-ისთვის

HUD-აპლიკაციის გამოსახულების გასაუმჯობესებლად ორ გაჯეტს გვთავაზობენ. პირველი - ნახევრად გამჭირვალე ლენტაა, რომელსაც აკრავენ საქარე მინის იმ ადგილზე, სადან ტელეფონის ეკრანი აირეკლება. დაახლოებით მსგავს იდეას იყენებს BMW. მეორე - სპეციალური პანელია ნახევრად გამჭირვალე შუშით. შუშა იწევა და სმარტფონის გამოსახულების ეკრანად იქცევა. მსგავსი ტექნოლოგია გამოიყენება Volkswagen-სა და Skoda-ზე.

ლენტა ძვირი არ ღირს. ის კონკრეტულ ადგილას უნდა დააკრათ, ტელეფონიც წინასწარ განსაზღვრულ ადგილას უნდა დადოთ, რომ ანარეკლი ზუსტად დაემთხვეს ლენტას. ამისთვის, ტელეფონი ჩართული ეკრანით უნდა დადოთ მანქანის ტორპედოზე, დაჯდეთ მძღოლის ადგილას და სთხოვოთ დამხმარეს დააკროს ლენტი ისე, რომ მობილურის ეკრანიზუსტად აისახოს ლენტაზე. ტელეფონის ქვეშ სილიკონისდამჭერი დაგჭირდებათ იმისთვის, რომ ტელეფონი მოსახვვევებში არ გადაგივარდეთ.

პანელი შუშითშედარებით ძვირია. მისი მთავარი პლიუსია დახრილობის კუთხის რეგულირება. თუმცა დაგჭირდებათ დამატებითი საშუალებების მოფიქრება იმისთვის, რომ პანელმა ტორპედოზე არ იმოძრაოს.

თუმცა, როგორც მომხმარებლების გამოხმაურებიდან ჩანს, ლენტაც და პანელიც უსარგებლოა დღისით, რადგან გამოსახულება თითქმის აღარ ჩანს. მაგრამ ნუ იჩქარებთ ხელის ჩაქნევას. ვნახოთ, როგორ მუშაობენ ეს დამხმარე საშუალებები ღამით.

ლენტა სიბნელეში რეალურად აუმჯობესებს გამოსახულების ხარისხს, გამოსახულება გაორებული არაა. მაგრამ ლენტი იმდენაად პატარაა, რომ ხშირად დიდი სმარტფონების ეკრანს მთლიანად ვერ იტევს და მისი რაღაც ნაწილი ლენტის მიღმა ბუნდოვნად აირეკლება. გარდა ამისა, მძღოლი მუდმივად იცვლის ჯდომის პოზიციას, შესაბამისად ლენტის ხედვის რაკურსსაც, ასე რომ გამოსახულების გაორება უბრალოდ გარდაუვალია... ან მინიმუმ A4 ფორმატის ლენტი უნდა იპოვოთ.

ლენტისგან განსხვავებით, პანელის დარეგულირება შეიძლება, მაგრამ ესეც არ ყოფილა გამოსავალი. გამოსახულების გაორებას აქაც ვერ გავექცევით. პრობლემაა ასევე პანელის მასშტაბი, რომელიც ხშირად დიდ სმარტფონებს ვერ იტევს.

რომ შევაჯამოთ, ჩინური ინტერნეტ-მაღაზიებმა დაპირებული სასწაული ვერ აგვიხდინეს და მიახლოებითაც ვერ შემოგვთავაზეს HUD-პროექტორი. ვიმედოვნებთ, რომ მოვახდინეთ თქვენი ფულის მცირე, თუმცა უსარგებლო ხარჯვის პრევენცია.