კანონები ფასიანი ქაღალდების შესახებ ვრცელდება კრიპტოვალუტების უმრავლესობის მიმართ

SEC-მა დაადასტურა, რომ კანონები ფასიანი ქაღალდების შესახებ ვრცელდება უმეტესი კრიპტოვალუტისა და მისით მოვაჭრე ბირჟების მიმართ



აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია ისწრაფვის გამოიყენოს კანონები ფასიანი ქაღალდების შესახებ როგორც კრიპტოვალუტების, ასევე ციფრული აქტივების მიმართ.

„თუ პლატფორმა გვთავაზობს ციფრული აქტივებით ვაჭრობას, რომელიც ფასიანი ქაღალდებია და ეწევა ბირჟის საქმიანობას, როგორც ეს ფასიანი ქაღალდების შესახებ ფედერალურ კანონში წერია, მაშინ პლატფორმა უნდა დარეგისტრირდეს SEC-ში (ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია), როგორც ფასიანი ქაღალდების ნაციონალური ბირჟა ან გათავისუფლდეს რეგისტრაციისგან“, ნათქვამია კომისიის განცხადებაში ციფრული აქტივებით მოვაჭრე პოტენციურად არაკანონიერი ონლაინ-პლატფორმების შესახებ.

წინა პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რომლებიც ციფრულ მონეტებსა და მათ შემქმნელებს ეხებოდა, მოცემულ განცხადებაში ხაზგასმული იყო კონტროლის გამკაცრების აუცილებლობა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვაჭრობით არიან დაკავებული.

„ვფიქრობ, ეს მორიგი მესიჯია SEC-ისგან, რომ ისინი მონეტებს ფასიან ქაღალდებად განიხილავენ და მოუწოდებენ ყველას, დაიცვან კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ“, ამბობს ჯეისონ გოთლიბი Morrison Cohen-ის კრიპტოვალუტის საკითხებზე მომუშავე გუნდის ლიდერი.

SEC-ის განცხადებაში არ იყო საუბარი კონკრეტულად ბიტკოინზე, რომელიც თავის ფსიქოლოგიურ დონეზე ($10 000) 10%-ით დაეცა განცხადების შემდეგ.

ამ დროისთვის, აქტივის ფასიან ქაღალდად განსაზღვრა „Howey Test“-ის საშუალებით ხდება, რომელიც 1946 წლის აშშ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. დადგენილებაში ნათქვამია, რომ ფასიანი ქაღალდი გულისხმობს ფულის ჩადებას საერთო წარმოებაში, საიდანაც ინვესტორი ელის მოგებას ძირითადად სხვათა ძალისხმევის ხარჯზე.

„ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი იქნება უწყისები ბირჟებისთვის, თუ ჯერ კიდევ არ დაწყებულა ეს პროცესი, რამაც თავისთავად შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი ისეთი ნებაყოფლობითი ტოკენის კრიპტოვალუტების სიიდან შლა, რომლებიც აშკარად ვერ აკმაყოფილებენ კანონს ფასიანი ქაღალდების შესახებ“ - ამბობს რაიან შონი, Washington Analysis-ის მთავარი ფინანსური ანატილიკოსი.

ანალიტიკოსების აზრით, SEC-ის განცხადება ნაკლებად ეხებოდა ბიტკოინს და უფრო მეტად ყურადღება გამახვილებული იყო ახალ ციფრულ მონეტებზე, რომლებიც ტოკენების გაყიდვის შედეგად იქმნება. კომისიის ამოცანაა, აღმოფხვრას თაღლითური მექანიზმები, რომლებიც კრიპტოვალუტასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

აშშ-ს წამყვანმა ბაზარმა ისეთი კრიპტოვალუტებისთვის, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, განცხადებისგან ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა. თუმცა, ერთ-ერთი ინვესტორის აზრით, „Sec-ის განცხადება მცირე და მეორეხარისხოვან კომპანიებს ეხება, რომლებიც არაფინანსური აქტივებით ვაჭრობენ“.