Ferrari 275 GTB 3.24 მილიონ დოლარად გაიყიდა

2018 წლის იანვარში ტომ კოტერმა, რომელსაც არაერთი აღმოჩენა გაუკეთებია ფარდულებში და ამაზე 6 წიგნიც აქვს დაწერილი, უკანასკნელ წლებში თავის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას მიაგნო. მან და მისმა გუნდმა ჩაწერეს სიუჟეტი ფარეხში ნაპოვნი 1966 წლის Ferrari 275 GTB-სა და Shelby 427 Cobra-ს შესახებ.



ეს არის ყველა დროის ორი საუკეთესო სპორტული მანქანა, რომელიც მტვრის საფარის მიუხედავად, გარეგნულად კარგ მდგომარეობაში იყო.

ორივე მანქანა ცოტა ხნის წინ Gooding & Company Amelia Island-ის აუქციონზე გაიყიდა, თანაც ისეთ ფასად, შეიძლება თვალზე ცრემლი მოგადგეთ. Ferrari CDN-ის დახმარებით 3.24მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო Cobra უფრო მოკრძალებულ 1.35მილიონ დოლარად.



მეტი ალბათობით, ავტომობილები ისევ ფარდულში სადგომად არ უყიდიათ, თანაც ასეთ ფასად... ცხადია, მათ საფუძვლიანი რესტავრაცია ჩაუტარდებათ, მაგრამ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ეს პროცესი ავტომობილების ორიგინალური ხასიათის ცვლილების გარეშე ჩაივლის.