ჟენევას ავტოშოუს ჰიტები და ჩავარდნები

ჟენევას ავტოშოუს ჰიტები და ჩავარდნები




ჩვენ არაერთი სტატია მივუძღვენით ჟენევის ავტოშოუსთვის მზადების პროცესს. ახლა კი თვალი გადავავლოთ, რა მოხდა შოუს გახსნის შემდეგ, რა რეაქციები გამოიწვია დაანონსებულმა პროდუქტებმა. როგორც ჩანს, მოლოდინები ბევრმა ავტომობილმა ვერ გაამრთლა, მათ შორის: VW-ის Vizzion-მა, Lexus UX-მ და Subaru-ს Viziv Tourer კონცეპტმა. სამაგიეროდ, დადებითი გამოხმაურება მოყვაAston Martin-ის Lagonda-ს, BMW-სა და Toyota-ს GR Supra Racing-ს. უფრო დეტალურად, ქვემოთ:

ჰიტები: Aston Martin Lagonda Vision Concept


Aston Martin-ის გუნდმა დაადგინა, რომ Rolls-Royce-სა და Bentley-ის მომხმარებლები მუდმივად ე.წ. სამზონიან ავტომობილებს ირჩევენ, რომლებსაც მონოლითური რადიატორის გამაგრილებელი აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ ალტერნატივა არ არსებობს. სწორედ ამიტომ, Aston-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Andy Palmer-მა გადაწყვიტა თავიდან გამოეგონებინა ლეგენდარული Lagonda, ოღონდ ამჯერად სრულიად ელექტროფიცირებული და უფრო მოცულობითი. Aston Martin-ის ახალმა პროდუქტმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია, დახვეწილი ვიზუალი, კარები, რომლებიც ზემოთ აწევით იღება; რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, არაოფიციალური ინფორმაციით მის დამუშავებაში მონაწილეობა მიიღო „Apple”-მა.

ჰიტები: BMW Concept M8 Gran Coupe


BMW-ს სიახლე ზუსტად ისეთია, როგორიც დაანონსებული იყო: ოთხკარიანი სპორტული მანქანა. Aston Martin-ის მსგავსად, მერვე სერიის BMW-ს დახვეწილი სახურავი და იდეალური დიზაინი აქვს. კონცეფცია შეიქმნა, როგორც M8-ს წარმომადგენლობითი ვერსია და როგორც ჩანს, მზადაა დაუპირისპირდეს თავის მთავარ კონკურენტს: Porsche Panamera Turbo-ს.

ჰიტები: Toyota GR Supra Racing Concept


მშვიდი სამგზავრო ავტომობილის ფრთიან მრბოლელად გადაქცევა უკვე დიდი ხნის ნაცადი მარკეტინგული ხრიკია. ახალი GR Supra Racing-ის კონცეფციით Toyota ამ ტრადიციას მიმართულებას უცვლის. რბოლის კამუფლაჟის ჩამოცლის შემდეგ, ახალ ავტომობილს სრულიად დახვეწილი, მოკრძალებული „ცხვირი“ და უკანა წამყვანი ხიდი აქვს, რაც უდაოდ ახალ სიტყვას იტყვის Toyot-ას ისტორიაში.

ჩვენი ვებ-გვერდის დახმარებით შესაძლებელია შეადაროთ  და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი avto sesxebi , ჩვენთან წარმოდგენილია როგორც avto lombardi -ს, ისე avtolizingi - ს მიმართულებით მომუშავე კომპანიები. ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს იმისთვის რომ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ვალიდური ინფორმაცია მივიდეს და გაუმარტივოს გადაწყვეტილების მიღება.