Toyota Prius-ი კარგი ავტომობილია?

2018 წლის Toyota Prius-ის მიმოხილვა



2018 წლის Toyota Prius-მა კომპაქტური ავტომობილების სიაში მეშვიდე ადგილი დაიკავა. ათეულში შესვლა მან საწვავის ეკონომიის, სტანდარტული ფუნქციების გრძელი სიის და ფართო სათავსოს წყალობით მოახერხა. უკანასკნელ წლებში Prius-ის მიმართ საქართველოშიც გაიზარდა ინტერესი, ამიტომ გთავაზობთ ამ მოდელის მიმოხილვას.


Toyota Prius-ი კარგი ავტომობილია?

Toyota Prius-ი არაჩვეულებრივი ავტომობილია, რომელსაც მის არაჰიბრიდ კონკურენტებთან შედარებით ბევრი უპირატესობა გააჩნია. საწვავის ეკონომიის სისტემასთან ერთად მას მაღალი კლასის დიზაინი და სატვირთო სივრცეც აქვს, რითაც კონკურენციას უწევს ყველგანმავალ ავტომობილებსაც კი. Prius-ი გვთავაზობს უსაფრთხოების დამატებით ფუნქციებსაც, რომელსაც სხვამისი კლასის ავტომობილები არ გვთავაზობენ. ყველა ავტომობილი აღჭურვილია უკანა ხედვის კამერით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით ქვეითის აღქმის ფუნქციით, ადაპტური კრუიზ-კონტროლით და მოძრაობის ზოლის შენარჩუნების ფუნქციით. ქალაქში მოძრაობის დროს, Prius-ი გამოირჩევა შესანიშნავი მანევრირებით, კარგი კონტროლითა და კომფორტული მგზავრობით.


Toyota Prius VS კონკურენტები

Toyota Prius-ი თუ Toyota Prius c

ამ ორ ავტომობილს იმაზე მეტი საერთო აქვს, ვიდრე უბრალოდ სახელი. ორივე გვთავაზობს საკმარის ადგილს მგზავრებისთვის, უსაფრთხოების გაუმჯობესებულ ფუნქციებს და Toyota-ს უტყუარ სანდოობას. საწვავის წვის წლიური მაჩვენებელიც მსგავსი აქვთ და ორივე ავტომობილი არაჩვეულებრივია ქალაქში მოძრაობისთვის. თუმცა, Prius c-ს ნაკლებ ხარისხიანი ინტერიერი და მცირე ტვირთის სათავსო აქვს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის ფასი უფრო დაბალია, ვიდრე სტანდარტული Prius-ის, მისი სუსტი აჩქარების მაჩვენებელი, შედარებით დაბალხარისხიანი ინტერიერი და მცირე სივრცე, არ გვაძლევს საშუალებას რეკომენდაცია გავუწიოთ კონკურენტთან შედარებით.

Toyota Prius-ი თუ Toyota Prius Prime-ი

ორივე ავტომობილი ჰიბრიდია მსგავსი ტიპის კორპუსით, განსხვავება მხოლოდ სტილშია. Prime-ის დატენვა შეგიძლიათ სახლში დენის წყაროს საშუალებით ან სპეციალურ სადგურზე. სრულად დატენვის შემთხვევაში, Prime-ს ელექტროძრავით 25 მილის გავლა შეუძლია. ამიტომ, Prime არაჩვეულებრივი ალტერნატივაა მათთვის, ვისი გზის საშუალო სიგრძეც 25 მილში ჯდება. მიუხედავად ამისა, ფასში სხვაობის ამოღებას დაზოგილი საწვავის საშუალებით, დაახლოებით, 5 წელში შეძლებთ.


Prius-ი საქმეში

ძრავა: ჩემპიონი ქალაქში, მაგრამ არა მაგისტრალზე

2018 წლის Toyota Prius-ს აქვს გადაცემათა ავტომატური კოლოფი, ოთხცილინდრიანი ძრავა დამატებითი ორიელექტროძრავით, რომლებიც 121 ცხენის ძალას ავითარებენ. დაბალ სიჩქარეზე, ელექტროძრავები მაშინვე იწყებენ მოქმედებას. მაგრამ, თუკი მოძრაობა გიწევთ ავტომაგისტრალზე, შეიძლება შენიშნოთ ავტომობილის დაძაბულობა მაღალი სიჩქარის დროს. განსაკუთრებით გართულებულია გასწრება.

საწვავის ეკონომია

მთავარი კოზირი, რომელიც Prius-ის ხელშია, უდაოდ, საწვავის ეკონომიაა. ჰიბრიდული სისტემის წყალობით ქალაქში 100კმ-ზე 5.2ლიტრი საწვავი, მაგისტრალზე კი 5.6ლიტრი სჭირდება. ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია ნებისმიერ კონკურენტთან შედარებით, მათ შორის, Ford C-Max Hybrid-თან და Chevy Malibu Hybrid-თან.

საგზაო მანევრირება

როგორც მეოთხე თაობის წარმომადგენელი, 2018 წლის Prius-ი წინამორბედებთან შედარებით უკეთესი მანევრირებით გამოირჩევა. ისეთივე სპორტული არაა, როგორც Ford Fusion Hybrid ან Honda Civic, მაგრამ მოხვევის დროს მშვენივრად იმორჩილებს მთლიან კორპუსს. ავტომობილს წინა წამყვანი თვლები აქვს.


ჩვენი ვებ-გვერდის დახმარებით შეგიძლიათ შეადაროთ avto sesxi - ს გამცემი კომპანიები, რომლებიც avto lombardi -სა და avto lizingi - ს მიმართულებით ოპერირებენ ბაზარზე. ჰიბრიდული ავტომობილები მხარდაჭერილია სახელმწიფოს მხრიდან. შესაბამისად, კომპანიების უმრავლესობას, სპეციალური პირობები აქვთ ასეთ ავტომობილებზე.