ტექინსპექტირება დაიწყო » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

ტექინსპექტირება დაიწყო



როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის პირველი ივლისიდან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განკარგულებით დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექინსპექტირების პროცესი. მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მისაღწევად, ქვეყნის მასშტაბით 32 აკრედიტებული პერიოდული ტექინსპექტირების ცენტრი მუშაობს. გარდა ამისა, ამოქმედდა ვებ-გვერდი, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს პროცესს, მსურველებს შეუძლიათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ცენტრების შესახებ და ონლაინ ჩანიშნონ ვიზიტი.

ავტოქეშის გუნდი მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე პროცესი დადებითად აისახება ქვეყნის ეკოლოგიაზე და მნიშვნელოვნად შეამცირებს, როგორც ავტოშემთხვევების რიცხვს, ასევე ჰაერის დაბინძურებას. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული პროცესი ფიზიკურ პირებსაც მალე შეეხებათ.

აქვე უნდა შევეხოთ ავტო ლომბარდებსა და ავტო სალიზინგო კომპანიებს. ის კომპანიები, რომლებიც გარდა გირავნობის ხელშეკრულებისა, ავტომობილები აქტივზე აყავთ - ანუ იფორმებენ კომპანიის სახელზე, მომხმარებელთაგან სესხის გაცემამდე ითხოვენ ტექინსპექტირების გავლას, რადგან, როგორც კი ავტომობილი კომპანიის აქტივი გახდება მომენტალურად შეეხება პირველ ივლისს ამოქმედებული რეგულაცია. გირჩევთ გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა, კარგად აწონ-დაწონოთ თუ რა გსურთ, მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ კომპანიების პირობების შესახებ, დააზუსტოთ ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლოთ მომსახურებით.

ავტოლომბარდებისა და ავტოსალიზინგო კომპანიების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებას Autocash.ge - ზე შეძლებთ.