პარკირების ადგილები სპეციალურად ქალბატონებისთვის » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

პარკირების ადგილები სპეციალურად ქალბატონებისთვის



ქალბატონებისათვის სპეციალური საპარკინგე ზონების მოწყობა სეულის მთავრობამ გადაწყვიტა. მათი აზრით, სუსტი სქესის წარმომადგენელთათვის მეტად კომფორტული გახდება მეგაპოლისში ცხოვრება. ქალბატონების პარკინგი მეტად განიერი და გრძელი იქნება.

ქალთა პარკინგი განთავსებულია ლიფტებთან, ექსკალატორებთან და სავაჭრო ცენტრების შესასვლელებთან ახლოს. განსხვავებული პარკირების ადგილები მონიშნულია ვარდისფერი ნიშნებით და ძირითადად იდეალური განათების ქვეშ არის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამხრეთ კორეა ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელშიც ქალებისთვის ინდივიდუალური საპარკინგე ზონებია მოწყობილი. როგორც Guardian Liberty Voice-ი იუწყება, ანალოგიურ პრაქტიკას უკვე მიმართეს ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა : ავსტრია, იტალია, ჩინეთი, ქუვეითი, ინდონეზია და მალაიზია.

ხომ არ ფიქრობთ რომ, ეს არის იმ ფაქტის აღიარება, რომ ქალები ცუდი მძღოლები არიან და ასეთი საპარკინგე ზონებით ცდილობენ აღიარების შენიღბვას?

დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები.