თეორიული გამოცდის 950 წარუმატებელი მცდელობა- მსოფლიო რეკორდი » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

თეორიული გამოცდის 950 წარუმატებელი მცდელობა- მსოფლიო რეკორდი

ალბათ გახსოვთ, როგორ აბარებდით მართვის მოწმობის თეორიულ გამოცდას, შესაძლოა რამდენჯერმე ჩაიჭერით კიდეც. თუ ჯერაც არ ჩაგიბარებიათ, არ იდარდოთ, წინ უამრავი დრო გაქვთ, იმ მონდომებისა და მცდელობების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც ახლა მოგიყვებით. გაიცანით შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში  მცხოვრები ქალბატონი, რომელიც ნამდვილი მაგალითია, მონდომებისა და სულისკვეთების - მიიყვანო დაწყებული საქმე ბოლომდე.
68 წლის სამხრეთ კორეელმა ქალბატონმა 950-ე მცდელობაზე მოახერხა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩაბარება. დაუჯერებელია, მაგრამ ეს რეალობაა, კორეელი ქალბატონი გინესის რეკორდებში მოხვდა. 2005 წლიდან ყოველს სამუშაო დღეს მიდიოდა ქალბატონი ჩხა სა სუნნი ავტოსკოლაში, იმის იმედად, რომ ბოლოს და ბოლოს ჩააბარებდა გამოცდას. ის , ფართო მასებისთის ცნობილი გახდა, როდესაც მეშვიდასე გამოცდაში ჩაიჭრა.
სამხრეთ კორეაში თეორიული გამოცდა ჩაბარებულად ითვლება 60 ქულის მიღებისას, 100 შესაძლო ვარიანტიდან.  ის გამუდმებით ვერ აგროვებდა მინიმალურ ქულებს. სულ ცოტა ხნისწინ მოახერხა 60 ქულის მიღება.

ავტო სკოლის თანამშრომელმა, რომელიც 7 წლის მანძილზე აკვირდებოდა ქალბატონს, აღნიშნა რომ ასეთი მონდომება და სულისკვეთება არასდროს უნახავს, ქალბატონი მისაბაძი მაგალითია და აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას.
ასევე ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც საგამოცდო განყოფილებაში მუშაობდა აღნიშნა, რომ თუ ქალბატონი ჩააბარებდა გამოცდას მემორიალურ დაფას მიუძღვნიდა.
ქალბატონს ახლა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დარჩა და ის საბოლოოდ შეძლებს საოცნებო მართვის მოწმობის მიღებასა და ავტომობილის მართვას.

სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით ქალბატონმა საგამოცდო პროცესებში 5 მილიონი სამხრეთ კორეული ვონი დახარჯა, რაც 4.2 ათასი ამერიკული დოლარის ექვივალენტია. 
ისღა დაგვრჩენია წარმატებები ვუსურვოთ ქალბატონ სუნნს და მაგალითი ავიღოთ მისგან, თუ რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს მიზნის მისაღწევად.