ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზები » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზები



სამწუხაროდ ყოველდღე უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მსოფლიოში. წელი არ ჩაივლის ისე, რომ ერთმა უმძიმესმა ტრაგიკულმა შემთხვევამ არ შეგვძრას და თავი სამუდამოდ არ დაგვამახსოვროს. სამწუხაროდ ასეთი შემთხვევების მაგალითზე მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართავს სიფრთხილეს.
წარმოგიდგენთ იმ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც ყველაზე ხშირად განაპირობებენ ავტო საგზაო შემთხვევებს:

კონკრეტულად ფაქტორი იშვიათად ხდება შემთხვევის განმაპირობებელი. ყველაზე ხშირად გარემოებების წყობა იწვევს ავტო ავარიებს. მაგალითად, დამოუკიდებლად ალკოჰოლს არ შეუძლია ავარიის პროვოცირება, თუმცა ალკოჰოლის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიჩქარის გადაჭარბება, უყურადღებობა გზაჯვარედინებსა და გადასწრების დროს,  ეს კი თავისუფლად შეიძლება იქცეს ავარიის გამომწვევ მიზეზად.

1. სიჩქარის გადაჭარბება, სიჩქარის შეზღუდვის გაუთვალისწინებლობა.
2. მანევრის არასწორი შესრულება, აკრძალულ ზონებში გადასწრება, არასწორი გადასწრება და სხვა.
3. ალკოჰოლი, არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
4. საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა.
5. არასწორად შერჩეული დისტანცია.
6. გზაჯვარედინებზე პრიორიტეტებისა და შუქნიშნების იგნორირება.
8. გზის მდგომარეობის შეუსაბამო სიჩქარის შერჩევა.
9. სხვა დარღვევები