საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე

დღეს გადავწყვიტეთ საინტერესო ფაქტები მოგიყვეთ ავტომობილების შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ავტომობილებში ერკვეოდეთ, ვიმედოვნებთ, რომ ზოგიერთი ფაქტი სიახლე იქნება თქვენთვის.  ჩვენ გაგიზიარებთ ინფორმაციას ჰენრი ფორდის პირველ ავტომობილზე, ყველა დროის ყველაზე გრძელ საცობზე, იმაზე თუ ვინ ქმნის  ძვირადღირებული ავტომობილების მელოდიურ გუგუნს.


1. ავტომობილი  ГАЗ М-20   საბჭოთა კავსირის პირველი მასობრივი გადაადგილების საშუალებას წარმოადგენდა, მისი სახელი შესაძლოა  «Родина» ყოფილიყო, თუმცა სტალინის ცნობილი კითხვის შემდეგ, რა ღირს თქვენთვის სამშობლო, ახალი სახელი მოიფიქრეს და  «Победа» დაარქვეს.

2.  პირველი ავტომობილი რომელმაც შეძლო 100 კმ/ს განვითარება ელექტრომობილი იყო 1899 წელს, რომლის შემქმნელიც ბელგიელი ავტომრბოლელი კამილ ჟენაცცი იყო.


3.  პირველი ავტომობილი, რომელიც უსაფრთხოების ღვედებით იყო აღჭურვილი 1959 წელს გამოვიდა, ამ საქმიანობით კომპანია ვოლვო იყო დაკავებული


4. დღესდღეობით ყველაზე დიდი წარმოება კომპანია ტოიოტას აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, შემდეგი ადგილი ჯენერალ მოტორს უჭირავს, მას კი ფლოქსვაგენი მოსდევს.


5. მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ანტიკვარული ავტომობილი Bugatti Type 57SC -ია, რომლის საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ამერიკული დოლარია, ასეთი სულ სამია.


6. ისტორიაში  ყველაზე გრძელი საცობი  1980 წელს ქალაქ ლიონსა და პარიზს შორის დაფიქსირდა და მისი სიგრძე 200 კილომეტრს შეადგენდა (ფრანგული ავტოსტრადა).  ასევე აღსანიშნავია 1993 წელს 180 კილომეტრიანი საცობი ჰამბურგთან.


7. Audi RS4  ის ხმის ტემბრზე პროფესიონალმა ხმისჩამწერმა კომაპნიამ იმუშავა. ბრიტანულ სპორტქარს AC Cobra-ს  კი ოფიციალურად აქვს დაპატენტებული ხმა.

გარდა ამისა, გვსურს აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე შესაძლებელია სხვადასხვა avto lombardi -ს პირობების შედარება და საუკეთესო ვარიანტის შერჩევა. შეადარეთ და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო.