ავტო ლომბარდი » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

ავტო ლომბარდი



როდის არის უპრიანი ავტო ლომბარდით სარგებლობა?

წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბანკში მაქსიმალური საკრედიტო ლიმიტით სარგებლობთ, შესაბამისად ლიმიტის ცვლილება შეუძლებელია, ანუ დამატებით თანხას ვეღარ მიიღებთ.  უეცრად დაგჭირდათ  5000 ლარამდე თანხა, თანაც სასწრაფოდ. იწყებთ ვარიანტების განხილვას, ბანკი გამორიცხულია, ნაკლებსავარაუდოა, რომ მეგობარს ან ახლობელს 5000 ლარი ჰქონდეს, რომელსაც გაასესხებს.  შემდეგ გახსენდებათ ავტომობილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ლიკვიდურია და თანხად გადაქცევა შესაძლებელია. გაყიდვას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თანაც გამოდის, რომ ავტომობილი აღარ გეყოლებათ.  

სწორედ ასეთ დროს უნდა გაგახსენდეთ თანამედროვე AVTO LOMBARDI , რომლის მეშვეობითაც თანხის მიღებას ფაქტობრივად ერთ დღეში მოახერხებთ. ამისათვის საჭიროა ჩვენს ვებ-გვერდზე - autocash.ge -ზე შესვლა და ავტო ლომბარდების კატეგორიის არჩევა.  ასე თქვენ ერთ სივრცეში აღმოაჩენთ წამყვან ლომბარდებს, რომლებსაც თანდართული აქვთ საბაზისო ინფორმაცია, რომელთა შედარებასა და დასკვნების გამოტანას ძალიან მარტივად შეძლებთ.

არჩევანის გაკეთების შემდეგ   პირდაპირ სახლიდან შეძლებთ ონლაინ განაცხადის შევსებას. შემდეგ დაგიკავშირდებიან კომპანიის თანამშრომლები, სასურველ ფილიალში მიიყვანთ მანქანას და გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც კომპანია თქვენზე გასცემს მოთხოვნილ თანხას, თქვენ კი ამ ვალდებულებას ყოველთვიური თანაბარი გადახდებით დაფარავთ.  რაც მთავარია ავტომობილი თვენთან რჩება და განაგრძობთ მის მოხმარებას ჩვეულ რეჟიმში.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ წარმატების საიდუმლო რაციონალურ არჩევანშია, რომლის მიღებაც ავტოქეშის მეშვეობით ძალიან მარტივია. შეადარე და მიიღე მეტი!