ავტო ლიზინგი » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

ავტო ლიზინგი

როდის არის უპრიანი ავტო ლიზინგით სარგებლობა?



"წარმოიდგინეთ", რომ ყოველდღე ოცნებობთ ავტომობილზე,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დილით სახლიდან გადიხართ და წვიმს, მაშინ როდესაც გარეთ 40 გრადუსია თქვენ კი გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებით, მაშინ როდესაც სამარშრუტო ტაქსში, რომელშიც 17 ადგილია და 30 ადამიანი მგზავრობთ და მძღოლს აძალებთ, რომ კონდიციონერი ჩართოს, ის კი გიმეორებთ, რომ ან საკმარისად არ ცხელა, ან არ მუშაობს. ოცნებობთ ყოველთვის როდესაც მგზავრობა გიწევთ. avto lizingi კი სერვისია, რომელიც თქვენს ოცნებას ფრთებს შეასხამს. ერთი სიტყვით, ავტო ლიზინგის გამოყენება მაშინააა უპრიანი თუ გსურთ, რომ შეწყვიტოთ ოცნება და მისი განხორიელება დაიწყოთ.

მაშ ასე, შეარჩიეთ ავტომობილი, შეავსეთ ონლაინ განაცხადი თანამედროვე ავტოსალიზინგო კომპანიების ვებ-გვერდებზე და დაელოდეთ პასუხს,  თუ პასუხი დადებითი იქნება კომპანია შეხვედრაზე შეგითანხმდებათ და გაფორმდება სალიზინგო ხელშეკრულება, რომელიც გულისხმობს:

სალიზინგო კომპანია კისრულობს ვალდებულებას, რომ თქვენს მაგივრად შეიძინოს თქვენივე შერჩეული ავტომობილი, გადმოგცეთ ის სამართავად სრული განკარგულების პირობებში, სანაცვლოდ კი მიიღოს თქვენი, როგორც მომხმარებლის, ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი, რომელიც დაფარავს როგორც ვალდებულების ძირს ასევე საპროცენტო განაკვეთსაც.  

პირველრიგში, გირჩევთ ყურადღებით გაეცნოთ ავტო ლიზინგის სპეციფიკას, კარგად აწონ-დაწონოთ რამდენად მზად ხართ ასეთი თანამედროვე სერვისის გამოსაცდელად, გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ ბაზარზე არსებული კომპანიების გაფილტვრა, ერთმანეთთან შედარება და საუკეთესოს შერჩევა, ამაში ჩვენი კატალოგი დაგეხმარებათ - Autocash.ge - შეადარეთ და მიიღეთ მეტი!